2023 წლის 22 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა იზოლდა ზოიძემ, მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ღონისძიება თემაზე: „ 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე“.
იზოლდა ზოიძემ მოსწავლეებს შესავალ ნაწილში
გააცნო, რომ 1993 წლიდან აღინიშნება 22 მარტი წყლის დაცვის მსოფლიო დღე. ის გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.
ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.
წყლის რესურსების
დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს
Power-Point-ში პრეზენტაციები
ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები.
No comments:
Post a Comment