დავიბადე — მთიანი აჭარის მთებში, ზეცასთან ახლოს...;
გახლავართ — უბრალოდ თემურ მაკარაძე...;
ვცხოვრობ — შუახევის რაიონის სოფ. მაწყვალთაში...;
ვწერ — როცა სული სხეულში ვეღარ ეტევა...;
მიყვარს — უძირო სევდასთან მარტო დარჩენა...;
ვეჭვიანობ — თავისით მეეჭვიანება, როცა სხვებისადმი გაცემული სითბო უმისამართოდ იკარგება დროსა და სივრცეში...;
ვპატიობ — არც კი ვიცი, ვპატიობ თუ ვერა...;
ვგრძნობ — რომ სამყარო მეცოტავება...;
მეშინია — საკუთარ თავთან მარტო დარჩენის...;
არ შემიძლია — ფრენა;
გული მიჩუყდება — ამ ბოლოს ძალიან ხშირად...;
ვკითხულობ — სამწუხაროდ ძალიან იშვიათად...;
ვეძებ — ადამიანებს...;
ვბრაზდები — იშვიათად, მაგრამ გაბრაზებაცაა და გაბრაზებაც...;
ვიმახსოვრებ — ყველაფერს, რის შენარჩუნებასაც გონება ახერხებს...;
ვიცინი — თვალებით, გულით, მზერით...;
ვინახავ — ლამაზ მოგონებებს. ნივთებს, რომლებსაც შეუძლიათ წარსულის კადრი უკან მომიბრუნონ...;
მწამს — ღმერთის არსებობის, მწამს, რომ სადღაც კიდევ შემორჩა ნამდვილი სიყვარული და მწამს, რომ თვითონ ქმნის ადამიანი საკუთარ ბედს...;
მსიამოვნებს — ადამიანური სითბო, ყურადღება, მზრუნველობა...;
ვივიწყებ — არ ვივიწყებ, მაგრამ არც ვიხსენებ...;
მესიზმრება — ფერადი სვეტები, რომლებსაც ციდან მომავალი თეთრი შუქი ეცემა. სიზმრის აკვიატებაც არსებობს თურმე...;
ვეხმარები — შეძლებისდაგვარ ყველას...;
ვუსმენ — კლასიკას...;
ჰობი — ჭადრაკი, ზღვა, ფიქრი...;
ვფიქრობ — უკიდეგანოდ...;
ვნანობ — არ ან ვერ გადადგმულ ნაბიჯებს...;
მანაღვლებს — სამშობლოს ბედი;
მენატრება — წლების წინანდელი საკუთარი თავი...;
სამშობლო — ერთი უზარმაზარი ოჯახია, რომელსაც საქართველო ჰქვია;
რჩევა ავტორებს — მიეცით კალამს "სიგიჟის უფლება"...;
ხელოვნება — სხვა სამყაროა, რომელიც ჩვეულებრივი ყოფიერებისგან განსხვავებულ ხედვასა და აღქმას მოითხოვს...;
ლამაზი ბიოგრაფიაა ❤️
ReplyDelete