როცა მე და დედამიწა ერთმანეთის ზურგზე ვწევართ

 














გაცხოვება ვიგრძენი...

საკუთარი თავის ძიება დავიწყე...

ჩემდა გასაოცრად ჩემში ჩემზე მეტი გიპოვე...


სადაცაა ჩამეძინება

და ვგრძნობ:

ბოლო გაელვება შენზე ფიქრი იქნება...

დილით გავიგვიძებ და ვიცი:

შენზე ფიქრი ჩემს გაღვიძებამდე რამდენიმე წამით ადრე გაიღვიძებს.

ჰო, ამ ბოლოს შევამჩნიე

ჩემში ბოლოს იძინებ... 

და პირველი იღვიძებ...

რა თქმა უნდა დილამდე თუ არ ამირიე ღამე...


იცი, ყოველთვის, როცა მე და დედამიწა ერთმანეთის ზურგზე ვწევართ

ერთდროულად დღეა და მთვარე...

მზეა და წვიმა...

ქარი და სიმშვიდე...

სითბო და ყინვაა...

მხოლოდ უშენობას ვერ მოეძებნა მეწყვილე...


გახსოვს ვერ ვწერდი სიყვარულზე?

თუნდაც ორ სიტყვას.

ახლა მეწერება...

მეფიქრება...

მეიმედმეცრუება...

და მაინც მეღიმება.

ალბათ ასეც ხდება ხოლმე:

ცა სამარადისოდ გადაიკრავს ღრუბელს...


წუხელ უცნაურად წვიმდა

იმედგაცრუებული წვეთებით...

მგონი ვიცი რატომაც...

გახსოვს წვიმას დავპირდით, რომ ერთხელ აუცილებლად ვეცეკვებოდით?


ეს სიყვარული იმ გაზაფხულს ჰგავს, რომელიც აკვირტდა,

აყვავდა...

მერე კი აპრილმა დაათოვა...

და არის ახლა ასე

აყვავებულ, მაგრამ ვერ მოსხმულ ნაყოფივით...

რომელიც მოყინული ყრია მიწაზე...

საბოლოო -ფეხით გადათელვამდე ...


რა იქნებოდა ერთხელ მაინც გაგვებედა...

გვეთქვა მიყვარხარ...

და ერთმანეთის სულში დაგვედო ბინა...


ახლა იმ სამყაროს ნაწილი ვარ...

სადაც არაფერი ჩანს...

და არაფერი იგრძნობა...

შენი არ ყოფნის...

და არ არსებობის გარდა...


დღეს მხოლოდ ერთხელ უნდა გიფიქრო...

მხოლოდ ერთხელ უნდა მიყვარდე...  

მხოლოდ ერთხელ უნდა მტკიოდე...

მაგრამ ისე;

რომ არასოდეს გადაგეჩვიო...

რომ იარსებო ჩემში დროის გარეშე...



გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები