მოსწავლეთა სპარტაკიადა

2022 წლის 7 დეკემბერს გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა სპარტაკიადა ,,მძლეოსნობაში“. 

     აღნიშნულ სპორტულ შეჯიბრში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ გამოიჩინა თავი, კერძოდ: მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ მაკარაძემ დაიკავა პირველი ადგილი ბადროს ტყორცნაში, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მე-11 კლასელმა ლინდა თავდგირიძემ. ამასთანავე მარიამ მაკარაძემ 200 მეტრიან დისტანციაზე რბენაში დაიკავა მესამე ადგილი. 

     აღნიშნულ მოსწავლეებს ვულოცავ საპრიზო ადგილებს და სამომავლოდ ვუსურვებ უფრო მეტ წარმატებებს.

მარიამ მაკარაძე
ლინდა თავდგირიძე
  

გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები