სხვა მოლოდინით







მარტი აპრილის ბილიკებს ეძებს,

ზეცას კი ზამთრის ფერი აქვს უფრო,

ცივ დედამიწის მდუმარე მკერდზე

ფიფქების ჯარი ბობოქრობს უცხოდ.


თოვაში სახლი

და სახლში ორნი,

ფართო საწოლში ძალიან ვიწროდ,

ჩვილი ბავშვივით უდარდელ მშვიდ ძილს

ხანდახან ქარის სიფიცხე გვიფრთხობს.


ითოვოს,

წვიმდეს,

ქარი კიოდეს,

თუნდაც სამყარო შეირხეს ცამდის,

შენს ერთ სხეულში ორი სიცოცხლე

ჩემს სულში მაინც სხვაგვარად ყვავის.

გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები