ვორდი დაწყვილება

გაზიარება:

წრეწირზე მოძრაობა

გაზიარება:

გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

      საქართველოში ოდითგანვე მრავალი ეკლესია-მონასტერი შენდება. ასევე მიმდინარეობს ძველის აღდგენა-განახლებითი სამუშაოები. ამ მხრივ არც აჭარის რეგიონია გამონაკლისი. 

       მთიანი აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მარეთის ხეობაში აშენდა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 

       ეკლესიის მშენებლობის იდეა დიდი ხანი არსებობდა, საბოლოოდ 1998 წლის 17 მაისს ბათუმ სხალთის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის ხელდასმითა და ლოცვა კურთხევით გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. მშენებლობას საკითხებში უდიდესი წვლილი მიუძღვით სოლომონ და ოთარ ფუტკარაძეებს, ნოდარ და გივი ცეცხლაძეებს და ვახტანგ მაკარაძეს. 

       მრავალი ვარიანტიდან შერჩეული იქნა ეკლესიის მშენებლობისთვის ადგილი - მარეთის ხევში ყველაზე ლამაზი ვაკე-ტერიტორია (ძველი ეკლესიის ნანგრევების ადგილას), შუახევ-ჩირუხის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრის მონაკვეთზე. 

       1999 წელს აშენდა ეკლესიის კედლები, ხოლო 2000 წლისთვის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. აგვისტოს 19, 20, 21, და 22 რიცხვებისთვის მშენებლობაზე ხალხმრავლობა იყო. დამთავრდა პირველი ნავის, თაღებისა და ექვსი სვეტის ჩამოსხმა.  

       2005 წლის 6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გამონათლევს ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ხურორთმოძღვარი ახლა უკვე მოძღვრად წოდებული მამა თეიმურაზი მრევლთან ერთად, ესტუმრენ, ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს და პირველი წირვა აღავლინეს.

     მას შემდეგ გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ადამიანი მოინათლა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

წყარო:  წიგნი - გამონათლევის გამონათება














გაზიარება:

თანაბარი მოძრაობა

გაზიარება:

წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებელთა გამოცდა 2023

        

      წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებელთა გამოცდა 2023 წელსაც ჩატარდება. 

       გამოცდაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს აქვთ. 

       უკვე ცნობილია საგამოცდო პროგრამა:

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა -2023.

       გამოცდისთის საჭირო ლიტერატურა:

 1. სააწავლო აქტივობები ყველასთვის;

 2. სამოქმედო კვლევა - ჯეფრი მილსი;

 3. როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს;

 4. პროექტის წერის და მართვის სახლმძღვანელო;

 5. აკადემიური წერა (216-258 გვ);

 6. განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის;

 7. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;

 8. მოქალაქეობრივი განათლება;

 9. ციფრული მოქალაქეობა;

10. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

       საკანონმდებლო აქტები:

1. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ;

2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

3. ბავშვთ უფლებების კონვენცია. ;

4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;

5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;

6. ეროვნული სასწავლო გეგმა;

7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

       წამყვანობისა და მენტორობის მსურველ მასწავლებელთა საგამოცდო დრო 5 საათი იქნება. 

წყარო: etaloni.ge 

       











გაზიარება:

წვიმა ბათუმური


ღამე ბათუმური, წვიმა მითუმეტეს,
შენზე გაფიქრებას მოაქვს არითმია,
პოეტ რომანტიკოსს ისევ მივუმატე
ჭიქა შავი ღვინო, ცოტაც ანარქია.

ღამის ლამპიონში ქუჩა აისარკა,
სველმა ქვაფენილმა თვალა ნაბიჯები,
წვიმამ მომაცილა შენი სახლის კართან
სისხლში შეპარული ღვინის გაგიჟებით.

(ოდნავ სანთლის შუქზე მინის სარკმელიდან
ჩანდი სილუეტად წვიმის ნაპრალებში,
როცა საკოცნელად ჩემში აირეკლა
შენი ბაგეები, როგორც აპრილები.

როცა გაზაფხულის სითბოს ენდობიან,
როცა ქარის ჩურჩულს ვნება ემატება,
ახლა შენი ტანი მარტის მინდორია,
სადაც ჩემი კოცნის წვიმა ენატრებათ)...

კარი ღია მხვდება მხოლოდ ხალათითურთ
დგახარ ფანჯარასთან ღიმილს ათამაშებ...
(ხმას ნუ ამოიღებ თორემ ნათითური
ბაგეს გაჩუმებას ფრთხილად მიანიშნებს)...

კბილით მოკვნეტილი ტუჩით დამაპირე,
სურვულს შეღეღილი მკერდით მისაბუთებ,
(მინდა მოვიდე და გავხდე უნაპირო -
შენში აწყვეტილი ვნების მესაკუთრე).

თმები ჩამოშლილი ვხედავ მომელიან
სუნთქვა არეული ქარის აკორდებით.
(მინდა წაგიკითხო კოცნის პოეზია
ყელშიც, ლავიწებზეც დაგრჩეს ნაკოცნები).

ბოლო ნაბიჯი და სუნთქვაც შეერია,
ვეღარ მოვერიეთ სურვილს აუტანელს,
ენით დაგინამე მწიფე კერტები და
ტანში აგეკიდა ვნების ჟრუანტელი...

ქუჩა, ლამპიონი, წვიმის სონეტები
სადღაც სანაპიროც ზღვაში აირია...
ბნელმა სანთლის შუქიც შთანთქა გამეტებით,
დუმილს შეერია სუნთქვის არითმიაც...



გაზიარება:

გამოიცანი პიქტოგრამა

გაზიარება:

თეთრი ღამის ეიფორია








ვერ შევეჩვიე აუტანელ ყოფის ფორიაქს,
ვერც ამ ვენების მაჯისცემას ავუღე ალღო
და ყოველ ღამეს განთიადი ისე შორია,
როგორაც ღმერთი ძნელბედობას თითქოსდა მახსოვს.

გზაც იკარგება, როცა სულში წვება მეწყერი,
ამ ფიქრით ნაქსოვ ძლივს გაკვლეულ ლაბირინთებში ,
ობობას ქსელში სასიკვდილოდ გაბმულ მწერივით
ვსუნთქავ და მიმძიმს ყველა წამი, როცა მჭირდები,

რომ სუნთქვა ეკვრით უშენობით დაღლილ ღამეებს,
რომ ნაადრევად გაფერმკრთალდა ფერთა პალიტრაც.
ამ ხეებივით ერთი კითხვა აღარ მასვენებს -
ნუთუ ოდესმე დასაწყისი მოვა თავიდან?

რომ გულის კედლებს ხავსი აღარ ავიწროებდეს,
სიცოცხლის ქარმა დაუბეროს სულის ქარაფებს
და ეს დუმილი გაგრძელდება ნეტა როდემდე?
თეთრი ფურცლები ჩემი კალმის სევდას ამძაფრებს.

ამომიჩემა ულექსობამ... და თვით ამინდმაც
გამოიდარა, დეკემბერი ზამთარს ღალატობს,
ღვთისთვის ანთებულ სანთელივით      ჩაქრა ქარიზმა
თვალებში, მერე ჩემ ფილტვებსაც კვამლი თამბაქოს,

შემოეჩვია მავნე ჩვევად და ჩემს ოთახსაც,     
კვამლის ფერი აქვს,  კვამლის სუნი რუხი ფანჯრები.
წარსულის ქარმა იმედები წელში მოხარა
და რა აზრი აქვს ყოფას როცა უმიზნოდ რჩები.

სულის ჯებირებს ემსგავსება, როცა სხეული,
როცა კანკალი უვარდებათ ნაკალმარ თითებს
და ყოველ ჯერზე ორღობეებს, როცა ჩავუვლი,
ოცნებებივით აორთქლებულ ბავშვობას ვითმენ.

სადაც პოეტის დამტვრეული ფრთები შევისხი,
აქ ჩემს მიწაზე, სადაც მთები ზეცას კოცნიან,
სადაც ჩიტები დილის ბინდში მცნობენ ფეხის ხმით,
სადაც ცრემლებით გამოვდივარ ყველა ლოცვიდან.

და ალიონზე ცისქვეშეთში დრო და დრო ყველგან,
დრო და დრო არსად მეგულება სამყოფი სივრცე
და არ არსებობს მიტოვება, რომ იყოს ღვთისგან,
უკუღმა სავალ ყველა ბილიკს მე თვითონ ვირჩევ.

ვერ შევეჩვიე აუტანელ ყოფის ფორიაქს,
ვერც ამ ვენების მაჯისცემას ავუღე ალღო,
მახსოვს წავედი, შევაქციე ზურგი შორიდან -
გავრიყე ღმერთი, მაგრამ თვითონ არაფრით არ მთმობს...
გაზიარება:

შუხევის მუნიციპალიტეტის პირველობა სათხილამურო სპორტში

კურორტ გომარდულზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა სათხილამურო სპორტში.

შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, სადაც ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურისა და მაწყვალთის გუნდები ასპარეზობდნენ.

შეჯიბრს ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და სხვა მერიის თანამშრომლები.

გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, მედლობითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულთა შორის არის მაწყვალთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკა ნაკაიძე. 

ნიკა ნაკაიძე 

   



გაზიარება:

ცვლილება მასწავლებლის სტატუსის დანამატში

2023 წლის იანვრიდან შევიდა ცვლილება მასწავლებლის სტატუსის დანამატში, რომელიც უკვე აისახა ბაზაში:
უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი 
წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი 
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1475 ლარით.



გაზიარება:

პოპულარული პოსტები