საქართველოში ოდითგანვე მრავალი ეკლესია-მონასტერი შენდება. ასევე მიმდინარეობს ძველის აღდგენა-განახლებითი სამუშაოები. ამ მხრივ არც აჭარის რეგიონია გამონაკლისი.
მთიანი აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მარეთის ხეობაში აშენდა გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ეკლესიის მშენებლობის იდეა დიდი ხანი არსებობდა, საბოლოოდ 1998 წლის 17 მაისს ბათუმ სხალთის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის ხელდასმითა და ლოცვა კურთხევით გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. მშენებლობას საკითხებში უდიდესი წვლილი მიუძღვით სოლომონ და ოთარ ფუტკარაძეებს, ნოდარ და გივი ცეცხლაძეებს და ვახტანგ მაკარაძეს.
მრავალი ვარიანტიდან შერჩეული იქნა ეკლესიის მშენებლობისთვის ადგილი - მარეთის ხევში ყველაზე ლამაზი ვაკე-ტერიტორია (ძველი ეკლესიის ნანგრევების ადგილას), შუახევ-ჩირუხის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრის მონაკვეთზე.
1999 წელს აშენდა ეკლესიის კედლები, ხოლო 2000 წლისთვის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. აგვისტოს 19, 20, 21, და 22 რიცხვებისთვის მშენებლობაზე ხალხმრავლობა იყო. დამთავრდა პირველი ნავის, თაღებისა და ექვსი სვეტის ჩამოსხმა.
2005 წლის 6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გამონათლევს ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ხურორთმოძღვარი ახლა უკვე მოძღვრად წოდებული მამა თეიმურაზი მრევლთან ერთად, ესტუმრენ, ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს და პირველი წირვა აღავლინეს.
მას შემდეგ გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ადამიანი მოინათლა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
წყარო: წიგნი - გამონათლევის გამონათება
No comments:
Post a Comment