რხევითი მოძრაობა

გაზიარება:

არ ჩაგეძინოს



არ ჩაგეძინოს, არ დამტოვო ღამის პირისპირ,
ნუ შემატოვებ ცარიელი ოთახის კედლებს,
მოვა სიჩუმე გადმოახვევს წარსულს ფირივით
და უშენობა უპირობოდ თავს გაიღმერთებს...

შევიმოსები შემოდგომის სევდის ელფერით,
ხეების მსგავსად შემოვიცვამ სულის სიშიშვლეს,
და ვენებიდან მოვარდნილი გრძნობის მეწყერი
გზა-კვალს აურევს მოჩვენებით გულის სიმშვიდეს...

არ ჩაგეძინოს... ეს ფიქრები იმ შუქზე მთვარის
დაწყვეტილ ნერვებს ნემსებივით  აილესავენ,
ვერ დავეტევი სხეულს შიგნით და ჩუმი დარდით,
გადმოვდუღდები ცეცხლის ალზე შედგმულ რძესავით...

------------
არ ჩაგეძინოს სიცოცხლეა რადგან შენი ხმა...
რადგან გამსგავსებ შემოდგომის ხასხასა ფერებს
და ამ ცხოვრებას ჩემი გული თუნდაც  შეახმეს,
ვიდრე არსებობ მე სიცოცხლეს რა დამიბერებს?..




გაზიარება:

თანაბარი მოძრაობის გრაფიკი

გაზიარება:

პოეტური ბოჰემა


 







ღეროები შეახმა უფოთლებო გვირილებს,
დრო ფერების პალიტრით მოსეირნობს სოფლებში,
ნაცრისფერი ღრუბლები ვიდრე წვიმად იტირებს,
ძარღვებს ცვარით ისველებს შემოდგომის ფოთლები.

სულს სევდისფრად მიღებავს აჭრილ ზეცის ლაჟვარდი,
მაგრამ გულში ეგ სახე ნათელ სხივად ინთება,
ნოემბერის ქარებთან თუკი წვიმად დავზავდი,
წვიმის წვეთად ჩამოვალ შენი ფანჯრის მინებთან.

მოვალ, ხელს გთხოვ, გაკოცებ... წამო ბევრად სჯობია
შენი ქუჩის ქვაფენილს ჩემი სოფლის ორღობე,
წითელ-ყვითელ ფოთლებით გზები ჩემკენ მოდიან,
წამო, სუნთქვად დამჩემდი სანამ თეთრად მოთოვდეს.

მოდი, კალამს გადასდე ლექსებცვენის სეზონი,
ყოველი დღე ავკინძოთ სიყვარულის პოემად,
შენი კეკლუც მზერით და მხურვალ მკერდის კოცონით
სულში ცეცხლად დამინთე პოეტური ბოჰემა.

გაზიარება:

სიყვრულის წვიმა

წუხელ ჩემი თვალების ქუჩებში წვიმა სეირნობდა,
წუხელ შენი თვალების ქუჩებშიც სეირნობდა წვიმა...

წუხელ ჩვენ წვიმა გვიყვარდა,
წუხელ ჩვენ ვუყვარდით წვიმას...

წუხელ მთელი გამეტებით წვიმდა,
წვიმდა, მაგრამ საერთოდ არ იყო ავდრის ამინდი....

წუხელ სიყვარულის სურნელი ასდიოდათ ჩვენს ნაწვიმარ სხეულებს...

წვიმდა,
წუხელ სიყვარული წვიმდა... ... ...


გაზიარება:

საავტორო უფლება

თემურ მაკარაძე

  •        ბლოგზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (გარდა პოსტებზე დართლი ფოტოებისა) წარმოადგენს ჩემს საკუთრებას.    

  •       ჩანართი ,,შემოქმედება“- წარმოადგენს ჩემს პირად ინტელექტუალურ სკუთრებას, ამიტომ დაუშვებელია ამ ჩანართში არსებული მასალების რედაქტირება, ან სხვა საიტებზე გამოქვეყნება ავტორის მითითების გარეშე.

  •       სასწავლო ხასიათის ჩანართები ,პორტფოლიო ისტი“ და ,პორტფოლიო ფიზიკა“ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის.

  • შემაჯამებლებისა და თემატურების დასათვალიერებლად, ან ჩამოსატვირთად მოითხოვეთ ფაილებზე წვდომის უფლება.

  • ბლოგის ლაბირინთებში გისურვებთ სასიამოვნო და ნაყოფიერ მოგზაურობას...

  • პატივისცემით  >>>>>                                 თ     ე     მ     უ     რ       
   
                                                                                                                მ     ა     კ     ა     რ     ა     ძ     ე





გაზიარება:

ღამეული განცდები

მე ახლა ჩუმად ვუდარაჯებ ღამეულ განცდებს,
ჩემმა თვალებმა აირეკლეს მთვარე ცის ფონით,
მაისის ღამეს ცელქი სიოს ჩურჩული ავსებს,
თხელი ღრუბლები მაგონებენ კაბებს შიფონის.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
ასე უმიზნოდ ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.

ვერ დამიტია სხეულმა და სოფლის შარა-გზებს
ლამპიონები პაექრობენ სადაც მთვარესთან -
უშინაარსო ნაბიჯებით სუნთქვებს ვალაგებ,
ვალაგებ გულს და ეს გულია ისევ თავდებად,

რომ ამ ღამითაც გამოგივლი სიზმარში წამით,
მიდი-მოდიან თვითნებურად როგორც ქარები,
მუხლზე დავდგები, თვალებს შუბლზე კოცნისას დავხრი
და შენს ყოველ ნაკვთს სულის თრთოლვით მივეპარები.

უტეხი მზერით სათითაოდ დავკრეფ ღიმილებს,
დავკრეფ სიმორცხვეს, ცის კიდემდე დაბნეულ განცდებს.
ჩავა მთვარე და განთიადი მზეს რომ იშვილებს
ღია თვალებით ნანახ სიზმრებს გაფანტავს მწარედ.

აისის ღრუბლებს აუწითლდათ ლოყები მზისგან,
ფიქრის ხურჯინი ოცნებათა შფოთვით გაივსო,
რომ შენ მზესავით ამოხვიდე წამწამებს მიღმა
და შენს თვალებში ჩაიფერფლოს ჩემი დაისი.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
და სიზმრების ზღვას ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.


გაზიარება:

საგანმანათლებლო სერტიფიკატები

 






























გაზიარება:

გაზეთ შუახევში დაიბეჭდა ჩემი რამდენიმე ლექსი

 2017 წელს ჩემი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა გაზეთში ,,შუახევი

იხილეთ ამ გაზეთის აღნიშნული გვერდი.



გაზიარება:

გაზაფხულის მოლოდინით



ზამთარი ისევ არ უშვებს ფარდას,
მარტი დეკემბრის განწყობით ფეთქავს,
ქარი ფიფქების ქაოსში ფანტავს
ვერ ამოსული იების სევდას.

თოვლის ქვეშ მიწა ნატვრით იხსენებს,
თავბრუდამხვევი წვიმების თრიაქს,
ალვის ხე გულში დარდით ღიღინებს
კვირტში ჩარჩენილ ფოთლების შრიალს.

წყაროს წყლის ჩუხჩუხს ვერ ისმენს მდელო,
ნუშის კვირტები ჩივის აპრილზე,
ფუტკარი სიზმრად ნექტარით ტკბება
ვერ ამწვანებულ მდელოს ყვავილზე.

მზე გადამალეს ზეციდან ურმით
და მეც ამ მარტის მცირედი შიშით,
დარაბებშეკრულ ფანჯრიდან ვუსმენ
ვერ მოფრენილი მერცხლების ჭიკჭიკს.




გაზიარება:

ზამთრის ერთი კადრი

ჩემი სოფელი (მაწყვალთა) ოდითგანვე დიდი ზამთრის მასპინძელი იყო. უხუცესი ადამიანებისგან მსმენია, რომ აქ 2-3 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი მოდიოდა. თუმცა ამ ბოლო პერიოდებში თოვლის საფარმა საგრძნობლად იკლო და 0,5- 1 მეტრამდე თუ აღწევდა.

        მაწყვალთაში ზამთარი 4 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.  უმეტესწილად პირველი თოვა ოქტომბრის ბოლოს იწყება და შეიძლება აპრილის შუა რიცხვებამდე ან სულაც აღნიშნული თვის ბოლომდე გაგრძელდეს. 

       ბოლო ორი წელია თოვლის საფარმა ისევ მოიმატა. 2 დღის წინ თვლის სიმაღლე თითქმის 1,5 მეტრს აღწევდა.  მცირედი ,,შესვენების" მერე თოვა ისევ ინტენსიურად გრძელდება. გთავაზობთ ჩემი სახლის ფანჯრიდან გადაღებულ მოკლე ვიდეოს.


     


გაზიარება:

გავლილი ტრენინგები


  • Tinkercad-ის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში 2023 წელი
            ტრენერი: ქეთევან ბასილაძე

  • GeoGebra-ს გამოყენება ფიზიკის სწავლებაში - 2023 წელი
            ტრენერი: ნატო ზამთარაძე 

  • ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე" - 2022 წელი
             ტრენერი: მერი ჟორჟოლიანი

  • ,,mikrosoft სერვისების გამოყენება" - 2022 წელი
             ტრენერი: მინდია დიდმანიძე

  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები - 2020 წელი
          ტრენერი: სოფო ბიბილაშვილი

  •  ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" - 2019 წელი

            ტრენერი: ნანა ვარდმანიძე



გაზიარება:

საგაზაფხულო არდადეგები

  


     თებერვლის დასრულებამდე ორიოდე კვირა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში ე.წ. საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება. 

     საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებში 8 მარტს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება.

    კერძო სკოლებს კი კანონით აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ როდის ჩანიშნავენ კალენდარში საგაზაფხულო არდადეგებს.

წყარო: etaloni.ge 




გაზიარება:

ლიტერატურული სერტიფიკატები































გაზიარება:

არის მომენტი


გადავაბიჯე საკუთარ თავს, გულის კარნახსაც,
დრომ უმოწყალოდ ხეებივით ერთხმად გამძარცვა,
ბოლოს გავხსენი უკუღმართი სულის ზარდახშაც
და უსინდისოდ მივატოვე ღმერთი ტაძართან,

გზა ათასია, ან არც არის მღვრიე კაცისთვის,
ჰაერის ნაცვლად ჩავიგუბე უდაბნოს მტვერი,
ნუთუ არ დარჩა, ვინც დარჩენას შემთხოვს თავისთან?
სასაცილოა - სამტროდაც კი არავინ მდევნის...

თვითონ დავცინი საკუთარ თავს სულის სიმწარით,
არის მომენტი გაგიჟება თუ გადაგარჩენს,
თანდათან ლპები, ვით ღობეზე ხმელი ფიცარი
რადგან ცხოვრება არ გთავაზობს სხვაგვარ არჩევანს.

შედგა ცერებზე ჩემი ჩრდილი და ცას ახედა
მე კი მის ნაცვლად ჰო, რატომღაც  მიწაზე ვწვები,
ან რა აზრი აქვს ქარის ქროლას, სადაც არც ხე დგას
და არც მთებია, არც მდინარე,  არც შენი თმები.

მიწის სუნი აქვს სიცოცხლესაც, უკვე გამძაფრდა
სუნთქვა და ვფიქრობ ეკალივით როდის ამოვა.
რა უსინდისოდ მივატოვე ღმერთი ტაძართან
და ბრბოში როგორ ვამტკიცებდი, თვითონ დამტოვა...




გაზიარება:

მექანიკური რხევები და ტალღები

გაზიარება:

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა

       ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ჭადრაკის სწავლება მეორე კლასშიც იქნება სავალდებულო. თუმცა მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც იქნება სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი. აღნიშნული ცვლილება 2023-2024 სასწავლო წლიდან შევა ძალაში. 

წყარო: etaloni.ge








 
გაზიარება:

პოპულარული პოსტები

ბლოგის არქივი