გადავაბიჯე საკუთარ თავს, გულის კარნახსაც,
დრომ უმოწყალოდ ხეებივით ერთხმად გამძარცვა,
ბოლოს გავხსენი უკუღმართი სულის ზარდახშაც
და უსინდისოდ მივატოვე ღმერთი ტაძართან,
გზა ათასია, ან არც არის მღვრიე კაცისთვის,
ჰაერის ნაცვლად ჩავიგუბე უდაბნოს მტვერი,
ნუთუ არ დარჩა, ვინც დარჩენას შემთხოვს თავისთან?
სასაცილოა - სამტროდაც კი არავინ მდევნის...
თვითონ დავცინი საკუთარ თავს სულის სიმწარით,
არის მომენტი გაგიჟება თუ გადაგარჩენს,
თანდათან ლპები, ვით ღობეზე ხმელი ფიცარი
რადგან ცხოვრება არ გთავაზობს სხვაგვარ არჩევანს.
შედგა ცერებზე ჩემი ჩრდილი და ცას ახედა
მე კი მის ნაცვლად ჰო, რატომღაც მიწაზე ვწვები,
ან რა აზრი აქვს ქარის ქროლას, სადაც არც ხე დგას
და არც მთებია, არც მდინარე, არც შენი თმები.
მიწის სუნი აქვს სიცოცხლესაც, უკვე გამძაფრდა
სუნთქვა და ვფიქრობ ეკალივით როდის ამოვა.
რა უსინდისოდ მივატოვე ღმერთი ტაძართან
და ბრბოში როგორ ვამტკიცებდი, თვითონ დამტოვა...

No comments:
Post a Comment