არ ჩაგეძინოს



არ ჩაგეძინოს, არ დამტოვო ღამის პირისპირ,
ნუ შემატოვებ ცარიელი ოთახის კედლებს,
მოვა სიჩუმე გადმოახვევს წარსულს ფირივით
და უშენობა უპირობოდ თავს გაიღმერთებს...

შევიმოსები შემოდგომის სევდის ელფერით,
ხეების მსგავსად შემოვიცვამ სულის სიშიშვლეს,
და ვენებიდან მოვარდნილი გრძნობის მეწყერი
გზა-კვალს აურევს მოჩვენებით გულის სიმშვიდეს...

არ ჩაგეძინოს... ეს ფიქრები იმ შუქზე მთვარის
დაწყვეტილ ნერვებს ნემსებივით  აილესავენ,
ვერ დავეტევი სხეულს შიგნით და ჩუმი დარდით,
გადმოვდუღდები ცეცხლის ალზე შედგმულ რძესავით...

------------
არ ჩაგეძინოს სიცოცხლეა რადგან შენი ხმა...
რადგან გამსგავსებ შემოდგომის ხასხასა ფერებს
და ამ ცხოვრებას ჩემი გული თუნდაც  შეახმეს,
ვიდრე არსებობ მე სიცოცხლეს რა დამიბერებს?..




გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები

ბლოგის არქივი