პოეტური ბოჰემა


 







ღეროები შეახმა უფოთლებო გვირილებს,
დრო ფერების პალიტრით მოსეირნობს სოფლებში,
ნაცრისფერი ღრუბლები ვიდრე წვიმად იტირებს,
ძარღვებს ცვარით ისველებს შემოდგომის ფოთლები.

სულს სევდისფრად მიღებავს აჭრილ ზეცის ლაჟვარდი,
მაგრამ გულში ეგ სახე ნათელ სხივად ინთება,
ნოემბერის ქარებთან თუკი წვიმად დავზავდი,
წვიმის წვეთად ჩამოვალ შენი ფანჯრის მინებთან.

მოვალ, ხელს გთხოვ, გაკოცებ... წამო ბევრად სჯობია
შენი ქუჩის ქვაფენილს ჩემი სოფლის ორღობე,
წითელ-ყვითელ ფოთლებით გზები ჩემკენ მოდიან,
წამო, სუნთქვად დამჩემდი სანამ თეთრად მოთოვდეს.

მოდი, კალამს გადასდე ლექსებცვენის სეზონი,
ყოველი დღე ავკინძოთ სიყვარულის პოემად,
შენი კეკლუც მზერით და მხურვალ მკერდის კოცონით
სულში ცეცხლად დამინთე პოეტური ბოჰემა.

გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები

ბლოგის არქივი