წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

      2023 წლის 22 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო  სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა იზოლდა ზოიძემ, მოსწავლეებთან ერთად  ჩაატარა ღონისძიება თემაზე: „ 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე“.

      იზოლდა ზოიძემ მოსწავლეებს შესავალ ნაწილში გააცნო, რომ 1993 წლიდან აღინიშნება 22 მარტი წყლის დაცვის მსოფლიო დღე. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.
        ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

       წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს Power-Point-ში  პრეზენტაციები ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ ჩატარდა.

      იხილეთ  ფოტოები.

    
















გაზიარება:

DIP swich - ელექტრული გადამრთველი

გაზიარება:

LED ნათურის განათება რეზისტორით

გაზიარება:

ნათურების პარალელური შეერთება

გაზიარება:

ნათურის ანთება ელექტრულ წრედში

გაზიარება:

რეზისტორების მიმდევრობითი შეერთება

გაზიარება:

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

         შუახევის მუნიციპალიტეტის სსიპ - სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

          გთავაზობთ აღნიშნული ღონისძიების ფოტო  და ვიდეო მასალას.























გაზიარება:

ლიტერატურული ფორუმი 2016








 

გაზიარება:

მანძილი შენამდე დიდია

 ავტორი: ტარიელ ხარხელაური

კითხულობს: თემურ მაკარაძე

                        

მანძილი შენამდე დიდია, 

 შენიდან ჩემამდე - არც ისე 

 ამინდი საგრძნობლად მშვიდია, 

 მანცვიფრებ... 

 ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იღიმი 

 საეჭვოდ, 

 ვარსკვლავნი აენთნენ, 

 რომ ვხედავ, შორი-შორს 

 საკმაოდ, 

 მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - 

 ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, 

 მუდმივად რაღაცა მაწამებს 

 და ჩემში მუდმივად ბინდია, 

 და მაინც მიზიდავს 

 წამწამებს 

 მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. 

 შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იცინი 

 საეჭვოდ.



გაზიარება:

სიყვარულზე ცოტათი მეტიც...


მაისი, სითბო, გაზაფხული, სულ ცოტა წვიმაც
და ყვავილებმა გადაღებეს მიწა სამოთხედ,
ახლა ისეთი საამური სიცოცხლე ბრწყინავს,
ვერ მოვახერხებ სიყვარულით, რომ არ გავლოთდე.

მაგრამ სულ სხვაა გაზაფხული ადამიანის,
როცა მზესავით შენი გული გამოანათებს,
ატმის რტოსავით სათუთი და ვარდ-ნამიანი,
ვერ მოგიძებნი სიძულვილის ვერცერთ ანაბეჭდს.

თითქოს მიწიერ ანგელოზად მოფრინდი ციდან
და იმ წამიდან უანგარო ღიმილს არიგებ,
შენში ვპოულობ სულ სხვანაირ სიცოცხლის მიზანს,
აღარ ვიხსენებ ნაადრევად გასულ თარიღებს.

გული მიგიგავს მოჭიკჭიკე მერცხლების ბუდეს,
და სული ალბათ სურნელია ბაღის ვარდების,
ხოლო თვალების ჰორიზონტი თუ გადავცურე,
სადღაც სიკეთის სანაპიროს დავესახლები.

წმინდა გრძნობების იდუმალი სათაური ხარ
ადამიანურ, სინაზის და სიკეთის ღმერთიც
პოეზიაა შენი სული, სიყვარულია...
და გეფიცები სიყვარულზე ცოტათი მეტიც!




 

გაზიარება:

რხევითი მოძრაობა

გაზიარება:

არ ჩაგეძინოს



არ ჩაგეძინოს, არ დამტოვო ღამის პირისპირ,
ნუ შემატოვებ ცარიელი ოთახის კედლებს,
მოვა სიჩუმე გადმოახვევს წარსულს ფირივით
და უშენობა უპირობოდ თავს გაიღმერთებს...

შევიმოსები შემოდგომის სევდის ელფერით,
ხეების მსგავსად შემოვიცვამ სულის სიშიშვლეს,
და ვენებიდან მოვარდნილი გრძნობის მეწყერი
გზა-კვალს აურევს მოჩვენებით გულის სიმშვიდეს...

არ ჩაგეძინოს... ეს ფიქრები იმ შუქზე მთვარის
დაწყვეტილ ნერვებს ნემსებივით  აილესავენ,
ვერ დავეტევი სხეულს შიგნით და ჩუმი დარდით,
გადმოვდუღდები ცეცხლის ალზე შედგმულ რძესავით...

------------
არ ჩაგეძინოს სიცოცხლეა რადგან შენი ხმა...
რადგან გამსგავსებ შემოდგომის ხასხასა ფერებს
და ამ ცხოვრებას ჩემი გული თუნდაც  შეახმეს,
ვიდრე არსებობ მე სიცოცხლეს რა დამიბერებს?..




გაზიარება:

თანაბარი მოძრაობის გრაფიკი

გაზიარება:

პოეტური ბოჰემა


 







ღეროები შეახმა უფოთლებო გვირილებს,
დრო ფერების პალიტრით მოსეირნობს სოფლებში,
ნაცრისფერი ღრუბლები ვიდრე წვიმად იტირებს,
ძარღვებს ცვარით ისველებს შემოდგომის ფოთლები.

სულს სევდისფრად მიღებავს აჭრილ ზეცის ლაჟვარდი,
მაგრამ გულში ეგ სახე ნათელ სხივად ინთება,
ნოემბერის ქარებთან თუკი წვიმად დავზავდი,
წვიმის წვეთად ჩამოვალ შენი ფანჯრის მინებთან.

მოვალ, ხელს გთხოვ, გაკოცებ... წამო ბევრად სჯობია
შენი ქუჩის ქვაფენილს ჩემი სოფლის ორღობე,
წითელ-ყვითელ ფოთლებით გზები ჩემკენ მოდიან,
წამო, სუნთქვად დამჩემდი სანამ თეთრად მოთოვდეს.

მოდი, კალამს გადასდე ლექსებცვენის სეზონი,
ყოველი დღე ავკინძოთ სიყვარულის პოემად,
შენი კეკლუც მზერით და მხურვალ მკერდის კოცონით
სულში ცეცხლად დამინთე პოეტური ბოჰემა.

გაზიარება:

სიყვრულის წვიმა

წუხელ ჩემი თვალების ქუჩებში წვიმა სეირნობდა,
წუხელ შენი თვალების ქუჩებშიც სეირნობდა წვიმა...

წუხელ ჩვენ წვიმა გვიყვარდა,
წუხელ ჩვენ ვუყვარდით წვიმას...

წუხელ მთელი გამეტებით წვიმდა,
წვიმდა, მაგრამ საერთოდ არ იყო ავდრის ამინდი....

წუხელ სიყვარულის სურნელი ასდიოდათ ჩვენს ნაწვიმარ სხეულებს...

წვიმდა,
წუხელ სიყვარული წვიმდა... ... ...


გაზიარება:

საავტორო უფლება

თემურ მაკარაძე

  •        ბლოგზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (გარდა პოსტებზე დართლი ფოტოებისა) წარმოადგენს ჩემს საკუთრებას.    

  •       ჩანართი ,,შემოქმედება“- წარმოადგენს ჩემს პირად ინტელექტუალურ სკუთრებას, ამიტომ დაუშვებელია ამ ჩანართში არსებული მასალების რედაქტირება, ან სხვა საიტებზე გამოქვეყნება ავტორის მითითების გარეშე.

  •       სასწავლო ხასიათის ჩანართები ,პორტფოლიო ისტი“ და ,პორტფოლიო ფიზიკა“ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის.

  • შემაჯამებლებისა და თემატურების დასათვალიერებლად, ან ჩამოსატვირთად მოითხოვეთ ფაილებზე წვდომის უფლება.

  • ბლოგის ლაბირინთებში გისურვებთ სასიამოვნო და ნაყოფიერ მოგზაურობას...

  • პატივისცემით  >>>>>                                 თ     ე     მ     უ     რ       
   
                                                                                                                მ     ა     კ     ა     რ     ა     ძ     ე





გაზიარება:

ღამეული განცდები

მე ახლა ჩუმად ვუდარაჯებ ღამეულ განცდებს,
ჩემმა თვალებმა აირეკლეს მთვარე ცის ფონით,
მაისის ღამეს ცელქი სიოს ჩურჩული ავსებს,
თხელი ღრუბლები მაგონებენ კაბებს შიფონის.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
ასე უმიზნოდ ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.

ვერ დამიტია სხეულმა და სოფლის შარა-გზებს
ლამპიონები პაექრობენ სადაც მთვარესთან -
უშინაარსო ნაბიჯებით სუნთქვებს ვალაგებ,
ვალაგებ გულს და ეს გულია ისევ თავდებად,

რომ ამ ღამითაც გამოგივლი სიზმარში წამით,
მიდი-მოდიან თვითნებურად როგორც ქარები,
მუხლზე დავდგები, თვალებს შუბლზე კოცნისას დავხრი
და შენს ყოველ ნაკვთს სულის თრთოლვით მივეპარები.

უტეხი მზერით სათითაოდ დავკრეფ ღიმილებს,
დავკრეფ სიმორცხვეს, ცის კიდემდე დაბნეულ განცდებს.
ჩავა მთვარე და განთიადი მზეს რომ იშვილებს
ღია თვალებით ნანახ სიზმრებს გაფანტავს მწარედ.

აისის ღრუბლებს აუწითლდათ ლოყები მზისგან,
ფიქრის ხურჯინი ოცნებათა შფოთვით გაივსო,
რომ შენ მზესავით ამოხვიდე წამწამებს მიღმა
და შენს თვალებში ჩაიფერფლოს ჩემი დაისი.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
და სიზმრების ზღვას ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.


გაზიარება:

საგანმანათლებლო სერტიფიკატები

 






























გაზიარება:

პოპულარული პოსტები

ბლოგის არქივი